Monday, December 8, 2014

რეფლექსიის IX დღე

დღეს დამთავრდა  ჩვენი ტრენინგი. მართლა საინტერესო და მრავლისმომცველი ინფორმაციებით დახუნძლული მივდივარ. ყველაფერი, რაც ვისწავლეთ, ჩვენს პრაქტიკულ მუშაობაში გამოყენებადია. ბევრად უფრო საინტერესო ამგვარი მიდგომების გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილი. მოსწავლეებისთვის ასეთი მუშაობა კი კარგი სამოტივაციო საშუალებაა. დიდი მადლობა ბატონო დავით გაწეული შრომისთვის და თანადგომისთვის. ერთისული მაქვს, როდის გვექნება თქვენი ტრენინგის მომდევნო ეტაპი.

Sunday, December 7, 2014

რეფლექსიის VIII დღე

     აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი დღით! პორტფოლიოს პრეზენტაცია და მასში მზა რესურსების ჩასმა ძალზედ ეფექტური საშუალებაა გაკვეთილზე გამოსაყენებლად. ასევე  შესანიშნავია, რომ ჩვენ თვითონ შეგვიძლია გუგლის ფორმებში შევქმნათ ტესტების ნიმუშები იმ თემების შესაბამისად,რომელსაც ვასწავლით. დიდი მადლობა ბატონ დავითს  ამ ინფორმაციების მოწოდებისთვის.

Saturday, December 6, 2014

რეფლექსიის VII დღე

კარგიიიიიიიიიიიიააააააააააააა

Friday, December 5, 2014

რეფლექსიის VI დღე

დღესაც მნიშვნელოვანი თემა განვიხილეთ: შეფასების რუბრიკები. შეფასებასთან დაკავშირებული საკითხების  დეტალურად განხილვა დაგვეხმარება როგორც მოსწავლის ცოდნის ,ისე  ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტების სწორად შეფასებაში. დიდი მადლობა მათ, ვინც უზარმაზარი შრომა ჩადო ამ მასალების შექმნასა და ჩვენამდე მოტანაში.

Monday, December 1, 2014

რეფლექსიის V დღე

     ყოველდღე უფრო საინტერესო ხდება ინტერნეტსივრცეში მუშაობა. უამრავი რამეა ასათვისებელი,რომ შევძლოთ პრაქტიკაში გამოყენება. შრომატევადი და ამასთანავე  აზარტულიც კია მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების მოძიება,დახარისხება,ახლის შექმნა და გამოყენება სწავლების პროცესში.

რეფლექსია IV დღე

     ტრენინგის მეოთხე დღე ძალზე საინტერესოდ წარიმართა . ბროშურის შექმნას გუშინ დიდი დრო შვალიე,რადგან მინდოდა ლამაზი და საინტერესო გამოსულიყო.შრომა დამიფასდა , ბუკლეტმა ტრენერისა და მეგობრების მოწონება დაიმსახურა,რამაც მართლა გამახარა.
     საკმაოდ საინტერესო და საჭირო თემებს ვიხილავთ. დღეს მნიშვნელოვანი იყო ისეთ დოკუმენტზე მუშაობა, რომელსაც ვუზიარებთ მეგობრებს და ერთობლივად მუშაობის საშუალება გვეძლევა.ასე უამრავი საჭირო რესურსის შექმნა შეიძლება სხვების დახმარებით.

პროექტის პორტფოლიო

გამოვაქვეყნე პორტფოლიო .პორტფოლიოს  სანახავად   გადადით   ბმულზე

Saturday, November 29, 2014

რეფლექსია III დღე

     დღესაც საინტერესოდ წარიმართა ჩვენი ტრენინგი. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია გაკვეთილის გეგმასთან დაკავშირებული საკითხების სწორად და დეტალურად ცოდნა.გმადლობთ,რომ ასე გვეხმარებით :) .
     ინტერნეტ სივრცეში  გუგლის დისკის გამოყენება თუ ასეთი მარტივი და პრაქტიკული იქნებოდა, არ მეგონა.გმადლობთ,  რომ გაგვარკვიეთ ამ შესაძლებლობებშიც.
   

Friday, November 28, 2014

რეფლექსია II დრე

დღეს საკმაოდ საინტერესო თემას შევეხეთ, ბუკლეტის შექმნა და გაფორმება ნამდვილად გამოგვადგება პრაქტიკაში.ჩვენი მოსწავლეებისთვის კარგი სამოტივაციო საშუალება იქნება გარკვეულ თემებზე მუშაობისას. დიდი მადლობა, რომ ასე დაწვრილებით გვაწვდით ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას!
:)

Monday, November 24, 2014

რეფლექსია I დღე

    ჩემი მოლოდონი :   მე ამ ტრენინგიდან ველოდები ბევრ საინტერესო ინფორმაციას, რომელიც გამომადგება პრაქტიკაში.  ვფიქრობ ,, ინტელის ძირითადი კურსი'' კარგი საშუალება იქნება საიმისოდ, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული რესურსები უფრო მიმზიდველი, მრავალფეროვანი და  საინტერესო  გავხადოთ მოსწავლეებისთვის. ამასთანავე ეს ყველაფერი შეიძლება  ერთგვარი სამოტივაცოც კი აღმოჩნდეს საიმისოდ,რომ მოიძიონ საჭირო ინფორმაცია,შეკრიბონ და თავად შექმნან საინტერესო ბლოგები.