Monday, December 8, 2014

რეფლექსიის IX დღე

დღეს დამთავრდა  ჩვენი ტრენინგი. მართლა საინტერესო და მრავლისმომცველი ინფორმაციებით დახუნძლული მივდივარ. ყველაფერი, რაც ვისწავლეთ, ჩვენს პრაქტიკულ მუშაობაში გამოყენებადია. ბევრად უფრო საინტერესო ამგვარი მიდგომების გამოყენებით ჩატარებული გაკვეთილი. მოსწავლეებისთვის ასეთი მუშაობა კი კარგი სამოტივაციო საშუალებაა. დიდი მადლობა ბატონო დავით გაწეული შრომისთვის და თანადგომისთვის. ერთისული მაქვს, როდის გვექნება თქვენი ტრენინგის მომდევნო ეტაპი.

Sunday, December 7, 2014

რეფლექსიის VIII დღე

     აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი დღით! პორტფოლიოს პრეზენტაცია და მასში მზა რესურსების ჩასმა ძალზედ ეფექტური საშუალებაა გაკვეთილზე გამოსაყენებლად. ასევე  შესანიშნავია, რომ ჩვენ თვითონ შეგვიძლია გუგლის ფორმებში შევქმნათ ტესტების ნიმუშები იმ თემების შესაბამისად,რომელსაც ვასწავლით. დიდი მადლობა ბატონ დავითს  ამ ინფორმაციების მოწოდებისთვის.

Saturday, December 6, 2014

რეფლექსიის VII დღე

კარგიიიიიიიიიიიიააააააააააააა

Friday, December 5, 2014

რეფლექსიის VI დღე

დღესაც მნიშვნელოვანი თემა განვიხილეთ: შეფასების რუბრიკები. შეფასებასთან დაკავშირებული საკითხების  დეტალურად განხილვა დაგვეხმარება როგორც მოსწავლის ცოდნის ,ისე  ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტების სწორად შეფასებაში. დიდი მადლობა მათ, ვინც უზარმაზარი შრომა ჩადო ამ მასალების შექმნასა და ჩვენამდე მოტანაში.

Monday, December 1, 2014

რეფლექსიის V დღე

     ყოველდღე უფრო საინტერესო ხდება ინტერნეტსივრცეში მუშაობა. უამრავი რამეა ასათვისებელი,რომ შევძლოთ პრაქტიკაში გამოყენება. შრომატევადი და ამასთანავე  აზარტულიც კია მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების მოძიება,დახარისხება,ახლის შექმნა და გამოყენება სწავლების პროცესში.

რეფლექსია IV დღე

     ტრენინგის მეოთხე დღე ძალზე საინტერესოდ წარიმართა . ბროშურის შექმნას გუშინ დიდი დრო შვალიე,რადგან მინდოდა ლამაზი და საინტერესო გამოსულიყო.შრომა დამიფასდა , ბუკლეტმა ტრენერისა და მეგობრების მოწონება დაიმსახურა,რამაც მართლა გამახარა.
     საკმაოდ საინტერესო და საჭირო თემებს ვიხილავთ. დღეს მნიშვნელოვანი იყო ისეთ დოკუმენტზე მუშაობა, რომელსაც ვუზიარებთ მეგობრებს და ერთობლივად მუშაობის საშუალება გვეძლევა.ასე უამრავი საჭირო რესურსის შექმნა შეიძლება სხვების დახმარებით.

პროექტის პორტფოლიო

გამოვაქვეყნე პორტფოლიო .პორტფოლიოს  სანახავად   გადადით   ბმულზე